სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ

სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024972
2537
05/12/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024972
სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2537

2017 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის  №126 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს სსიპ – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება, პროექტის – „სოციალური მეწარმეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისთვის“ განხორციელების თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                       გიორგი კვირიკაშვილი.