„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024963
2210
19/10/2017
ვებგვერდი, 10/04/2018
000000000.00.003.024963
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2210

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეთხოვოთ ხარაგაულის, ზუგდიდის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ლაგოდეხის, ყვარლის, გარდაბნის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ამბროლაურის, ონის, საგარეჯოსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი