საქართველოს მთავრობასა და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

საქართველოს მთავრობასა და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024962
2209
19/10/2017
ვებგვერდი, 10/04/2018
000000000.00.003.024962
საქართველოს მთავრობასა და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2209

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ნახიდური ჰესს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი „ნახიდური ჰესის“ მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლის თაობაზე.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი