დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024961 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2208
2017 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად, ქ. თბილისის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების, საიმედოობის ამაღლებისა და პერსპექტიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქ. თბილისში, 220/110 კვ ძაბვის ქვესადგურის (220/110 კვ ქ/ს „თელეთი“) მშენებლობისა და მისი ქსელთან მიერთებისათვის საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები