ქვემო ქართლის რეგიონში „მტკვრის კასკადი 4“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024960
2207
19/10/2017
ვებგვერდი, 10/04/2018
000000000.00.003.024960
ქვემო ქართლის რეგიონში „მტკვრის კასკადი 4“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2207

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქვემო ქართლის რეგიონში „მტკვრის კასკადი 4“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის შესახებ

1. „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქვემო ქართლის რეგიონში „მტკვრის კასკადი 4“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „ვმ ელექტრიკ“ (ს/კ: 406205208).

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი