დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №864 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024957 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2205
2017 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №864 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №864 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყაზახეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ კომპანია „KazTransGas Joint Stock Company“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით, ასევე ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია „Gardabani Holdings B.V.“-ს, ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია „Silk Road Holdings B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ან/და აღნიშნული დავების მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ;
ბ) იურიდიული მომსახურების შესყიდვის, საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, გამოუყოს არა უმეტეს 2 040 500 (ორი მილიონ ორმოცი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები