დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა შოვისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024955 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2203
2017 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა შოვისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა შოვს“ (ს/კ: 208206895) იჯარის უფლებით, 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით - 2846 (ორი ათას რვაას ორმოცდაექვსი)ლარად, გადასცეს ქ. თბილისში, ლილოს დასახლებაში (ნაკვეთი: 06/013) მდებარე შენობა-ნაგებობა №2, ფართით − 1897.34 კვ.მ (მ/შ: I სართული − 634.5 კვ.მ, II სართული − 631.39 კვ.მ, III სართული − 631.45 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.27.006.039).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ყოველთვიური საიჯარო ქირის − 2846 (ორი ათას რვაას ორმოცდაექვსი)ლარის გადახდა;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 20 დეკემბრამდე საგანმანათლებლო პროფილის მქონე დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
4. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 5 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები