სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024953
2202
19/10/2017
ვებგვერდი, 10/04/2018
000000000.00.003.024953
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2202

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე  თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“ (ს/ნ: 404997232), 2019 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად6800 (ექვსი ათას რვაასი) ლარად, იჯარის უფლებით გადასცეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7627.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი : 42.15.32.098).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის − 6800 (ექვსი ათას რვაასი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;

ბ) უძრავი ქონების გამოყენება აქართველოს მთავრობას, შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს ენერგოტრანსს“ შორის 2016 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული „ლახამი 1“ და „ლახამი 2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი