2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე

2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2529
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024944
2529
04/12/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024944
2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2529

2017 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით განხორციელების თაობაზე

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერებისა და მათი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, ჩატარდეს კონსოლიდირებული  ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2018 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებულ ტენდერებში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განისაზღვროს საფასური 2000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

4. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების, ასევე კონსოლიდირებული ტენდერებითა და ტენდერების ფარგლებში დადებული შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შეიქმნას სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია, დამტკიცდეს მისი თანდართული შემადგენლობა და საქმიანობის  წესი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის  შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/ სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია  (შემდგომში – სატენდერო  კომისია) შექმნილია სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/ სატარებელი კომპიუტერების 2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების,  ასევე კონსოლიდირებული ტენდერებითა და ტენდერების ფარგლებში დადებული შესყიდვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების მონიტორინგის განხორციელების მიზნით.

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე – სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

ნოდარ ხადური  − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი თაბუაშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ლევან კაკავა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ბუთხუზი − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ვასილ ჯანჯღავა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის წევრი.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ხუთი წევრისა. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ. 

5. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს  როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით.

6. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შეთანხმება ელექტრონული ფორმით ხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: comp2018@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს. 

7. სატენდერო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.

8. სატენდერო კომისიის მიერ გადაწყვეტილება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია, მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის −  comp2018@spa.gov.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს. 

9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.