სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024940
2199
19/10/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024940
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2199

 2017  წლის 19  ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდის“ მშენებლობის პროექტის უზრუნველსაყოფად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭართალის, ხამუშის, მუგუდის, ხანდოს, წითლიანისა და დაბა ფასანაურის მიმდებარე მონაკვეთის ალტერნატიულ მარშრუტზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო 500 კვ ეგხ „ქსანი-სტეფანწმინდის“ 12.6 კმ-იანი მონაკვეთისთვის საყრდენების, კუთხოვანებისა და ასამაღლებელი სექციების მოწყობის, სპეციალური ტექნიკის გადაზიდვისა და ალტერნატიული მარშრუტისათვის განსახლების გეგმის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი