სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024933
2198
19/10/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024933
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2198

2017 წლის 19 ოქტომბერი  

ქ. თბილისი

 

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის − „ქსანი-სტეფანწმინდის“ მშენებლობის პროექტის უზრუნველსაყოფად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭართალის, ხამუშის, მუგუდის, ხანდოს, წითლიანისა და დაბა ფასანაურის მიმდებარე მონაკვეთის ალტერნატიული მარშრუტების შერჩევის მიზნით,  მშენებლობისათვის საჭირო   სპეცტექნიკის დაქირავების მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი.