საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024949
2195
19/10/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024949
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  №2195

 2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილებით დამტკიცებული „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ მეორე ეტაპის განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მარკეტინგული კამპანიის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (კერძოდ, პროგრამის შესახებ სოციალური და რეგიონული მედიისთვის სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის, ცნობადობის ასამაღლებელი მარკეტინგული მასალების დამზადების, სარეკლამო-საინფორმაციო და მარკეტინგული მასალების დამზადების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სხვა საშუალებებში სარეკლამო,  მათ შორის, გარე რეკლამის, ინტერნეტმედიაში სარეკლამო-საინფორმაციო მასალების განთავსების, პროგრამის თაობაზე პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ორგანიზების, გრაფიკული ვიდეორგოლების გადაღების მომსახურების, სარეკლამო კამპანიის კრეატიული შეფუთვისა და კონცეფციის, ასევე პოსტპროდაქშენისა და თბილისის მასშტაბით, გარე ინსტალაციების დამზადების, კონტენტმარკეტინგის მომსახურებისა და სხვადასხვა სახის მარკეტინგული მასალების ბეჭდვითი მომსახურების) 2017 წლის განმავლობაში განახორციელოს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით.

2. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“  მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი.