დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,პროგრესის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/24776-17 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 03/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე |
განმცხადებელი (მოვალე) – შპს ,,პროგრესი“
წარმომადგენლები – გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი შონია, ნონა წიკლაური მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და გამოარკვია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გიორგი თედორაძის განცხადება შპს „პროგრესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ მალხაზ ალბორაშვილი, ედუარდ ოგანესიანი და ბესიკ სისვაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 30 მარტს, მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ. სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება, 2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით დაადგინა: 1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2018 წლის 07 მაისს 16 სთ-ზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება; 1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა; 2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მოსამართლე თამარ ბურჯანაძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები