დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.18.011.016290 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში (სსმ, №165, 17/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“. 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულება“ თანდართულ დანართთან ერთად.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მონეტარულ ოპერაციებს.“; გ) მე-2 მუხლის „შ“, „ჩ“, „ც“, „წ“, „ჭ“, „ხ“, „ჯ“, „ჰ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეფინანსირების სესხის განაცხადში ბანკმა უნდა მიუთითოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია: ა) რეფინანსირების სესხის მოცულობა; ბ) რეფინანსირების სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით.“; ე) 81 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის ასაღებად განაცხადში ბანკმა უნდა მიუთითოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია: ა) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის მოცულობა; ბ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით.“; ვ) თავი IV ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები