„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 040300000.22.026.016579
32
04/04/2018
ვებგვერდი, 05/04/2018
040300000.22.026.016579
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №32

2018 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 14 ივლისის №49 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016271) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორისა და მისი მოადგილეების დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დირექტორის მოადგილე სამედიცინო საკითხთა რეგულაციისა და სამკურნალო დარგში

1. უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით.

2. სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება.

3. სასურველია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი.

4. კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“;

ვ) „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს №481 ბრძანებულება;

ზ) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილება;

თ) „ფარმაცევტულ, სამედიცინო,  ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე,  სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანება;

ი) „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანება;

კ) „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანება;

ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №13 ბრძანება.

5. სხვა მოთხოვნები:

ა) ძირითადი კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია