დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი)” რატიფიცირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 08/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი)” რატიფიცირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულება (ელექტროენერგეტიკული ბაზრის მხარდამჭერი პროექტი)“.
2. განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად გამოყოფილი ყველა თანხის ასათვისებლად ნებისმიერი კონტრაქტის (ხელშეკრულების) ხელმოწერა საქართველოს მხრიდან მოხდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამის ინტერფრაქციულ კომისიასთან წინასწარი შეთანხმების (კონსენსუსის საფუძველზე) შემდეგ.
3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს განხადება, რომ მართვის კონტაქტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან (ან კონტრაქტორთან) ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მხარეს არავითარი პასუხისმგებლობა (მათ შორის, ფინანსური) არ დაეკისრება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი.
№1366–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები