დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024930 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2183 2017 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა.ა) არა უმეტეს 32952 (ოცდათორმეტი ათას ცხრაას ორმოცდათორმეტი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე; ა.ბ) არა უმეტეს 2816 (ორი ათას რვაას თექვსმეტი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე; ა.გ) არა უმეტეს 3697 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას არა უმეტეს 67349 (სამოცდაშვიდი ათას სამას ორმოცდაცხრა) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე; გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას არა უმეტეს 8586 (რვა ათას ხუთას ოთხმოცდაექვსი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე; დ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არა უმეტეს 33550 (ოცდაცამეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები