შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024929
2182
19/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.024929
შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2182

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს ფუდ ფართისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ფუდ ფართს“ (ს/კ: 442570530) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით − 700 (შვიდასი) ლარად გადასცეს  ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №24-ში, შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე მდებარე 340 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №01.18.05.002.078).

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების შპს „ფუდ ფართისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს სარგებლობაში გადაცემულ ფართში, იჯარის მოქმედების პერიოდში, კვების ობიექტის ფუნქციონირება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი