დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისისათვის“ სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1834 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2524 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024927 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ
„ფაზისისათვის“ სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1834 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისისათვის“ სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს №1834 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისს“ მიეცეს წინასწარი თანხმობა, CPV კოდის – 42900000 (სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები) ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა სავარაუდო ღირებულებით – 246 000 ლარი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები