სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ

სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024918
2521
01/12/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024918
სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2521

2017 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ  ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილ საქართველოში ევროკომისიის სახით) შორის საგრანტო ხელშეკრულების მოწონების შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის  №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ევროკავშირს (წარმოდგენილს საქართველოში ევროკომისიის სახით)  შორის საგრანტო ხელშეკრულება „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018“-ის მოწყობის თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი