საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024916
2177
19/10/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.024916
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2177

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისიუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − იუსტიციის სახლს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, სანაპიროს ქ. №2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.03.003.030) ნულოვანი სართულიდან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადით, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს:

ა) სს „ლიბერთი ბანკს“ (ს/ნ: 203828304) 35.63 კვ.მ ფართი, რომლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 7126 (შვიდი ათას ას ოცდაექვსი) ლარს;

ბ) შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ (ს/ნ: 205130464) 86.67 კვ.მ ფართი, რომლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 17334 (ჩვიდმეტი ათას სამას ოცდათოთხმეტი) ლარს.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     გიორგი კვირიკაშვილი