დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2171 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024902 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2171 2017 წლის 12 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
|
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ლ“, „ჰ3“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს „საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების თანდართული სამოქმედო გეგმა.
2. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ შპს „სპორტმშენსერვისს“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
„საბავშვო ევროვიზია 2017-ის“ ორგანიზების სამოქმედო გეგმა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები