„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024904
2166
11/10/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024904
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2166

2017 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს №1626 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
  1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ქვახვრელის, სკრისა და უფლისციხის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელ ახალხიზის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სოფლების: ხიდისთავისა და თერგვისის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“.

  1. პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების: შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოს, ახალსოფლისა და ნოსირის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე სოფლების: გეჯეთის, ძველი სენაკის, ზედა სორტის, ქვედა სორტისა და ნოქალაქევის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“.

  1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ტ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წალენჯიხის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება.“.

4. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეთხოვოთ ბოლნისის, დმანისის, გორის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, ლაგოდეხის, კასპის, ლანჩხუთის, მცხეთის, სენაკის, ჩოხატაურის, ხაშურის, დუშეთის, თერჯოლის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                       გიორგი კვირიკაშვილი.