დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.116.016428 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №3 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 06/02/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.116.016322) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განისაზღვროს ფიზიკური პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარი თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70000 ან 70000-ზე დაბალია, მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,25 ლარი თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავათ დასახლებული ტერიტორიის დაწესებულ მოსაკრებელზე სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის: ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსაკრებლის გადამხდელებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება.“. ბ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.“; გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი.“; დ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირება დაევალოს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს, ხოლო ამოღების ვალდებულება დაეკისროს ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „კომუნალურ მეურნეობას.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები