საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024884
2515
30/11/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024884
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2515

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „დიტა 94“-ს (ს/კ:  219992364) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ზუგდიდში, ნიკოლაძის ქ. №3-ში მდებარე 172 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.48.338) შპს „დიტა 94“-ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 172 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.55.360) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გაცვლის პირობებად განისაზღვროს:

ა) შპს „დიტა 94“-ის მიერ სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №001131017 და 2016 წლის 16 აგვისტოს №004865816 დასკვნებით დადგენილი,  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის − 8600 (რვა ათას ექვსასი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ)  შპს „დიტა 94“-ის მხრიდან სახელმწიფოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართ ქალაქ ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე 172 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.55.360) დაკავშირებით ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი