დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024895 |
|
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
|
1. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გამოუყოს 99 900 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულების მიზნით, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთო – სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში პროგრამული კოდის – „60 14 – სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დაფინანსება“ დამატება და აღნიშნული პროგრამული კოდის განმკარგველად განისაზღვროს სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (საიდენტიფიკაციო კოდი: 205345722).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები