დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.137.016389 |
|
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, 010260020.35.137.016114), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ)შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „7. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა, მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „10. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავისი მიზნების მიღწევისა, საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.“ . 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. მერიის სტრუქტურულ ერთეულებში შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები