დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024894 |
|
შპს „ტოროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტოროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ტორომ“ (ს/ნ 432541822) უზრუნველყოს 25 145 (ოცდახუთი ათას ას ორმოცდახუთი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში. 3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ტორო“ (ს/ნ 432541822) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ტოროს“ შორის 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან. 4. ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს შპს „ტოროს“ მიერ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები