საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024890
2148
11/10/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024890
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2148

2017 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ −  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა)  ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა;

 ბ) ამავე პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებისა და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის ტურისტული  მიზნით გამოყენებისა და ამავე მიზნებისათვის ქონების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე  ამავე უძრავი ქონების განსავითარებლად სამეწარმეო-საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) ქონების განვითარების მიზნით, მესაკუთრის მიერ მითითებული შესაბამისი კომპეტენტური პირების/უწყებების დაშვება ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ინფრასტრუქტურული ან სხვა სახის სამუშაოების განხორციელებისათვის;

დ)   ამავე პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე სოფელ იყალთოში მდებარე ქვევრის სკოლა-სახელოსნოს (ე.წ. „ქვევრის სახლის“) ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 

3.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი.