სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024888
2146
11/10/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024888
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2146

2017 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი  ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის  შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ალაზანი ენერჯის“ (ს/კ: 406186577) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 4606.84 ლარად (ოთხი ათას ექვსას ექვსი ლარი და  ოთხმოცდაოთხი თეთრი), აღნაგობის უფლებით გადასცეს ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე 4423.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.07.33.210), ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე 4748.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.07.33.209) და ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხადორში მდებარე 12344.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.25.33.416).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის − 4606.84 ლარის (ოთხი ათას ექვსას ექვსი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) გადახდა ყოველწლიურად;

ბ) ამავე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „ალაზანი ენერჯისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ს/კ:  205170036)  შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის აშენების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი