შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024885
2143
11/10/2017
ვებგვერდი, 05/04/2018
000000000.00.003.024885
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2143

2017 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს  სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიეცეს თანხმობა, სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ოქტომბრის №5/ა1188 ბრძანებით განსაზღვრულ ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიის 1160,35 კვ.მ ფართობზე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ მინიჭებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ვადის 2017 წლის 21 ოქტომბრიდან  2018 წლის 1 მაისამდე გაგრძელების თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                   გიორგი კვირიკაშვილი