დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.107.016313 |
10
02/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
010250020.35.107.016313
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
|
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე და 36-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმა, თანახმად №1 დანართისა; ბ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად №2 დანართისა; გ) გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტი, თანახმად №3 დანართისა. |
| მუხლი 2 |
დაევალოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის რეგისტრაციის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №12 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები