„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.143.016484
25
03/04/2018
ვებგვერდი, 13/04/2018
010250040.35.143.016484
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2018 წლის 3 აპრილი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

 


მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  17/07/2014;  010250040.35.143.016251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 52  მუხლი ამოღებული იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 51 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი