საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2510
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024848
2510
30/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024848
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2510

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ ფიზიკურ პირ კლიმენტ ჩართოლანს (პ/ნ: 30001000603) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში მდებარე 1965.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.06.46.257) კლიმენტ ჩართოლან ის საკუთრებაში არსებული, მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, აწვალში მდებარე 1965.00 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.06.49.321) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ კლიმენტ ჩართოლანი უარს განაცხადებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ოქტომბრის №006297217 და 2017 წლის 27 ოქტომბრის №006297917 დასკვნებით დადგენილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის – 3 250 (სამი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                               გიორგი კვირიკაშვილი