დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 26/04/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.
2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 187-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 14 წევრის შემადგენლობით, საქართველოს საპარლამენტო ფრაქციათა თითო წარმომადგენლისაგან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
თბილისი,
2002 წლის 10 აპრილი
№1367–IIს
პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ან კანონით დადგენილი წესით დადასტურდა მის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა.“.;
ბ. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „დანაშაულის შემადგენლობის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან კორუფციის“;
გ. 64-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „დანაშაულის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან კორუფცი-ული სამართალდარღვევის“;
დ. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
დ.ა) პირველ წინადადებაში სიტყვის „დანაშაულის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან კორუფციული სამართალდარღვევის“;
დ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვის „ნიშნები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა“.
მუხლი 2
ეს კონსტიტუციური კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები