„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024847
  • Word
2503
30/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024847
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2503

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

1. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა აღსრულების თანდართული სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).

2. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა აღსრულების მიზნით, დაევალოთ ინფორმაციული სისტემების მიმწოდებელ უწყებებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად სამოქმედო გეგმაში მითითებული ვალდებულებების ამავე გეგმით განსაზღვრულ ვადებში შესრულება.

3. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა (გარდა მუნიციპალიტეტის ორგანოებისა) და სხვა სუბიექტებმა, რომლებისთვისაც სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენება, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად განახორციელონ შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური ღონისძიებები, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოებს ეთხოვოთ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული ორგანო და სხვა სუბიექტი, რომელიც „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იყენებს ინფორმაციულ სისტემას და არ არის მოხსენიებული სამოქმედო გეგმაში, არ თავისუფლდება ინფორმაციულ სისტემაში 2018 წლის 1 ივლისიდან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების ვალდებულებისაგან.

5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა აღსრულების მიზნით, სამოქმედო გეგმაში მითითებულმა ინფორმაციული სისტემების მიმწოდებელმა უწყებებმა, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დანერგვისა და გამოყენების მიზნით, უზრუნველყონ ინფორმაციული სისტემების მომხმარებელთა სწავლება.

6. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ.

       7. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის აპრილსა და ივლისში საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ანგარიში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობის/დასრულების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                               გიორგი კვირიკაშვილი

 „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმა

პასუხისმგებელი უწყება

ინფორმაციული სისტემა

ვალდებულება

განხორციელების

ვადა

1

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო

ინფორმაციის მიმოცვლის ელექტრონული სისტემა (eFlow)

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

31 მარტი

2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს)

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

3

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

უძრავი ქონების რეესტრი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

30 ნოემბერი

4

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

სამეწარმეო რეესტრი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

5

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

6

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

7

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მუნიციპალიტეტების რეესტრი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

8

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ტექნიკური აღრიცხვის არქივი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

9

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გირავნობის/ლიზინგის უფლებათა რეესტრი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

10

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

11

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრი (ყადაღა)

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

12

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

სამისამართო რეესტრი

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

13

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საფინანსო- ანალიტიკური სამსახური

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument)

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

31 მაისი

14

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო

მოქალაქის პორტალი

(MY.GOV.GE)

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2017 წლის

31 დეკემბერი

15

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

ნორმატიული აქტების ელექტრონული სისტემა

(publish.matsne.gov.ge)

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

31 მაისი

16

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოსახლეობის რეგისტრაციის მართვის სისტემა

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

30 ივნისი

17

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მართვის სისტემა

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

30 ივნისი

18

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

აპოსტილისა და ლეგალიზაციის მართვის სისტემა

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

30 ივნისი

19

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოქალაქეობისა და მიგრაციის მართვის სისტემა

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

30 ივნისი

20

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

საქმისწარმოების სისტემა

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

30 ივნისი

21

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დისტანციური მომსახურების მართვის სისტემა

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

30 ივნისი

22

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

30 ივნისი

23

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი

ორგანიზაციების მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატალოგების ინსპექტორისათვის წარდგენის სისტემა

(Catalog.pdp.ge)

ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია

2018 წლის

31 მარტი

24

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“

ინტელექტუალური საკუთრების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა

(IPEFS)