„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1666 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1666 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2497
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024881
2497
30/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024881
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1666 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2497

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1666 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1666 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში – ფონდი) უზრუნველყოს ა(ა)იპ – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური     იმუნოლოგიის  სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიეცეს თანხმობა ფონდს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.

3. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება)მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისშესაბამისად,დადგენილებითდამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურებიარ გავრცელდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროექტზე.

4. ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტითგათვალისწინებულიღონისძიებების დაფინანსება 2018 წელს განახორციელოს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 2019 წელს – შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებმა გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველიპუნქტით გათვალისწინებული 2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  გიორგიკვირიკაშვილი