დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისათვის ფინანსური დახმარების გაწევის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დავალების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024877 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №249 3
2017 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისათვის ფინანსური დახმარების გაწევის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის დავალების თაობაზე
„საქართველოს 201 7 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის №1697 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისათვის (საიდენტიფიკაციო კოდი: 200273088) ფინანსური დახმარების ( 356313 ლარით) გაწევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები