„სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 სექტემბრის №1979 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2490
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024874
2490
30/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024874
„სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 სექტემბრის №1979 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2490

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 სექტემბრის №1979 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 სექტემბრის №1979 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი კვირიკაშვილი  − საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

მიხეილ ჩხენკელი  − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი შარვაშიძე  − სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

მამუკა ბახტაძე  – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი  – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი;

მიხეილ ჯანელიძე  – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი;

ზურაბ ალავიძე  – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

მიხეილ გიორგაძე  – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;

თეა წულუკიანი  – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

მაია ცქიტიშვილი  − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;

კახა კალაძე  – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

გიორგი ტყემალაძე  – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

გიორგი კვესიტაძე  – სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი;

დავით ლორთქიფანიძე  – სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას დაევალოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების შესახებ რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის, გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი