დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG-ს“ შორის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2489 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024873 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2489
2017 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG-ს“ შორის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამით (2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებები) გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტის – რეკომბინანტული, აქტივირებული, კოაგულაციური VII ფაქტორი (rFVIIa) – „NovoSeven®“ – 240 მილიგრამი, CPVკოდი – 33600000 (ელექტრონული ტენდერი SPA170013491) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.
3. სააგენტოს დაერთოს ნება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში, სათანადო საქონლის 2017 წელს მოწოდების შემთხვევაში, საქონლის ღირებულების ანაზღაურება განახორციელოს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები