„ვანის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ იმ დასახლებისათვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016332
104
03/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
010250050.35.121.016332
„ვანის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ იმ დასახლებისათვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №104

2018 წლის 3 აპრილი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ იმ დასახლებისათვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 25-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ვანის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების  დამტკიცების შესახებ იმ დასახლებისათვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.01.2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016201)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილების მე-2 მუხლი.

2. დანართის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომის აუდიოვერსია და ოქმი ინახება ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში.“.

3. დანართის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ რჩეული, ან მისი არყოფნის შემთხვევაში – ამ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი, აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები ტარდება ღია ან ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს მუნიციპალიტეტის მერი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი