„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს, სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016329
101
03/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
010250050.35.121.016329
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს, სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №101

2018 წლის 3 აპრილი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს, სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს, სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.08.2015 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016178) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს, სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმის დამტკიცების შესახებ

2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს, სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმა თანდართული ფორმების (დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4 და დანართი №5) შესაბამისად.“.

3. დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ წ ყ ე ბ ა №

საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული საამშენებლო სამართალდარღვევის საფუძველზე, ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დაბარებული ხართ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

დამრღვევის დასახელება და მისამართი:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ობიექტის დასახელება და მისამართი:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქმის განხილვის თარიღი:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქმის განხილვის ადგილი:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქმის განხილვის დრო:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

უწყება მხარისათვის ან წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.

პირი, რომელსაც ჩაბარდა უწყება: ---------------------------------------------------------------------------

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა პირდაპირი ჩაბარებით, გაცნობად ჩაითვლება მათი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილას (საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).

მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის

სამსახურის უფროსი:                                                                                                                                  “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი