,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016152
8
02/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
010250000.35.145.016152
,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2018 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებთიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/02/2018; 010250000.35.145.016150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები , რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომლებსაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი , რომელთაგანაც ერთ -ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე )“.

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო და სხვა სახის მატერიალურ დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები , რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში .“.

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -4 და მე -5 პუნქტები :

4. ქალაქ გორში , ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ 20 (ოცი ) ოჯახს გაეწიოს გადახურვისთვის საჭირო სამშენებლო მასალებით დახმარება , მათ შორის ორსაცხოვრებლიან 3 კოტეჯში მცხოვრებ 6 ოჯახს და ერთსაცხოვრებლიან 14 კოტეჯში მცხოვრებ 14 ოჯახს “.

5. სამშენებლო მასალების შესყიდვა განხორციელდესსახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად .“;

) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი :

მუხლი 71. მარტოხელა მშობლის (დედის ან მამის ) დახმარება

1. ერთჯერად 200 (ორასი ) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები , რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში და აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი ;

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია :

) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) დევნილობის მოწმობის ასლი ;

) შვილ (ებ )ის დაბადების და დევნილობის მოწმობის ასლი ;

) ცნობა მარტოხელა მშობლის შესახებ ;

) საბანკო ანგარიში .

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. “;

) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი :

მუხლი 72. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 18 წლამდე ასაკის , რომლებსაც მინიჭებული აქვთ შშმ პირის სტატუსი და 18 წლის ზევით შშმ პირებს , რომლებსაც აქვთ ინვალიდობის პირველი ჯგუფი მინიჭებული

1. ერთჯერად 200 (ორასი ) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები 18 წლამდე ასაკის , რომლებსაც მინიჭებული აქვთ შშმ პირის სტატუსი და 18 წელზე მეტი ასაკის შშმ პირები , რომლებიც სარგებლობენ პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსით და მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში .

  2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია .

) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ;

) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ;

) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაბადების მოწმობის ან პირადობისა და დევნილობის მოწმობის ასლები ;

) 18 წლამდე ასაკის პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;

) 18 წლის ზევით პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის და ინვალიდობის პირველი ჯგუფის დამადასტურებელი ასლები ;

) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე. “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე