კურორტ ლებარდეს განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
კურორტ ლებარდეს განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2484
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024868
  • Word
2484
30/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.024868
კურორტ ლებარდეს განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2484

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

კურორტ ლებარდეს განვითარებისათვის რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს კურორტ ლებარდეს განვითარებისათვის ამ განკარგულების დანართში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრებში განაშენიანების რეგულირების გეგმის დოკუმენტაციის შემუშავება.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს, დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი     გიორგი კვირიკაშვილი