„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 12/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
74
10/03/2010
სსმ, 27, 12/03/2010
0000.00.00.000000
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 74

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესა-ბამისად „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:

„ჩ) ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსათვის მის მიერ წერილობითი თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობ შეშაზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სპეციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები:

„ყ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებს სათბობ შეშაზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სპეციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;

შ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებს მიწაზე დაყრილი მოთხრილი, მოტეხილი, ქარტეხილი ხე-ტყის ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცემაში.“.

2. მე-9 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„20. 2009 წლის 1 იანვრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკაფები დამაგრებული აქვთ 2009 წლის 11 აგვისტომდე, უფლებამოსილი არიან განაგრძონ ტყეკაფების ათვისება 2010 წლის 1 აგვისტომდე, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული წლიური მოცულობის ფარგლებში.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური