„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 03/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016024
1
03/04/2018
ვებგვერდი, 04/04/2018
050040000.48.065.016024
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №1

2018 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საპატენტო კანონის 81 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში (ვებგვერდი, 111214001,16.12.2011, 300200000.48.065.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

 1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამტკიცდეს პატენტის მიღების თაობაზე განცხადებების ფორმები.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს ცვლილება და ინსტრუქციის:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანაცხადო მასალა საქპატენტში შეტანილი უნდა იქნეს ქაღალდზე ან ელექტრონულად – საქპატენტის ელექტრონული სისტემის გამოყენებით. საგანაცხადო მასალების ქაღალდზე შეტანის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით, მონაცემთა ელექტრონული მატარებლის გამოყენებით (მაგ., CD-ROM დისკი). ელექტრონული სახით წარმოდგენილი საგანაცხადო მასალები შედგენილი უნდა იყოს .doc ფორმატში, Sylfaen ფონტით.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიმოწერის მისამართს საქართველოს ტერიტორიაზე, ადრესატის სრულ სახელს ან დასახელებას, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ფაქსის ნომერს;“;

გ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში პირველი განაცხადის ნომერს (საერთაშორისო კოდი 31), პირველი განაცხადის შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 32);“;

 ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) გამომგონებლის სახელს, გვარს და მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით.“;

ვ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ჟ“ და „რ“ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში შესვლის შემთხვევაში საერთაშორისო განაცხადის ნომერს და საერთაშორისო შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 86);

რ) გამოცალკევებული განაცხადის შემთხვევაში პირველი განაცხადის ნომერს და შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი 62).“;

ზ) 44 -ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით. განმცხადებელს, რომელსაც სურს განაცხადი გამოგონებაზე გარდაქმნას განაცხადად სასარგებლო მოდელზე, უნდა წარადგინოს განცხადება ამის შესახებ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. გამოგონების განაცხადის სასარგებლო მოდელის განაცხადად გარდაქმნის შემთხვევაში გამოგონებისთვის გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტები მხედველობაში მიიღება ასევე სასარგებლო მოდელის ექსპერტიზის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარენიკოლოზ გოგილიძე