„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის № 48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის № 48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 28/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016369
17
30/03/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
010260020.35.104.016369
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის № 48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №17

2018 წლის 30 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017, სარეგ.კოდი: 010260020.35.104.016343):

დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების,  გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების) და ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია