„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024838
2467
24/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024838
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2467

  2017 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

 1.პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) თელავის მუნიციპალიტეტში, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.“.

 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეთხოვოთ ხარაგაულის, ზუგდიდის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ლაგოდეხის, ყვარლის, გარდაბნის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ამბროლაურის, ონის, საგარეჯოს, ჩოხატაურისა და თელავის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი.