შპს „სიტი ემ“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

შპს „სიტი ემ“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024836
2465
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024836
შპს „სიტი ემ“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2465

  2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „სიტი ემ“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

„მრავალფუნქციური კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღებამდე აშენებული შენობის სასარგებლო ფართობის 30%-ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად და ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში, სამუზეუმო-საექსპოზიციო მიზნებისათვის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ  გადაცემა, ხოლო მრავალფუნქციური კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღებისას, აშენებული შენობის სასარგებლო ფართის გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფოსათვის ქონების დამატებით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა გაზრდილი ფართის პროპორციულად.“.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება არა უგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა;“.

3. შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე ამ განკარგულების პირველი პუნქტითა და „შპს „City M“ -სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „სიტი ემ“-მა (ს/ნ: 204497295) წარადგინოს 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის ახალი ან/და ვადაგაგრძელებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „სიტი ემი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „სიტი ემ“-ს შორის 2006 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შპს „სიტი ემი“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტითა და „შპს „City M“- სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი.