საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2464
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024835
2464
22/11/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.024835
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2464

  2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მუნიციპალური ნარჩენების ეფექტიანი შეგროვების მიზნით, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის 10 000 (ათი ათასი) ერთეული მუნიციპალური ნარჩენების კონტეინერის შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.

2. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი.